ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: ამ ადმინისტრაციას უკრაინაზე მკაცრი პოზიცია აქვს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰელსინკიში გამართულ სამიტზე პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაზე ისაუბრა.

ჟურნალიტის კითხვაზე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ რელიგიური შენობების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების შესახებ, პომპეომ უპასუხა, რომ ეს მიუღებელია.

„რაც შეეხება ჰელსინკის შეხვედრას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ აღმოსავლეთში მათი ქმედებები რუსეთის ინტერესებში არ არის. ამ ადმინისტრაციას მკცარი პოზიცია აქვს. უკრაინას ჩვენ გამოვუყავით დახმარება, რომელზეც წინა ადმინისტრაციამ უარი უთხრა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ქმნის 2019 წლის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პირობას. ამერიკა მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს და სურვილებს“, განაცხადა პომპეომ.

პომპეომ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატის მაიკ მაკფოლის დაკითხვის მოთხოვნაზე. მაკფოლი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს შეერთებული შტატების ელჩი იყო რუსეთში და ობამა-პუტინის შეხვედრას ესწრებოდა.

„ეს არ მოხდება. პრეზიდენტების მოლაპარაკებების დროს, რუსეთმა რამდენიმე შემოთავაზება გაახმოვანა. პრეზიდენტმა ტრამპმა ცალსახად უპასუხა, რომ ამერიკა არ აპირებს ამერიკელები აიძულოს რუსების კითხვებს უპასუხონ“, განაცხადა პომპეომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG