ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: ჰელსინკის სამიტზე "ცუდი არაფერი" მოხდება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ "დაბალი მოლოდინებით" მიდის. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ ჰელსინკიში, საპრეზიდენტო სასახლეში ორშაბათს შეხვდება.

"შეხვედრის წინ, დაბალი მოლოდინები მაქვს," უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა ტელეკომპანია სი-ბი-ესს შოტლანდიაში, სადაც პრეზიდნტი მეუღლე მელანიასთან ერთად ჰელსინკიში გაფრენამდე იმყოფება.

ტრამპმა არ დააკონკრეტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიზნები, თუმცა დასძინა, რომ "ცუდი არაფერი" მოხდება. ტრამპსა და პუტინს აქამდე არაერთხელ უსაუბრიათ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების პარალელურად, თუმცა მათ შორის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "შეხვედრა კარგია და მჯერა ასეთი თავყრილობების. კარგი იყო გენერალ კიმთან [ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმჩენ უნთან], ჩინელ ლიდერთან შეხვედრა და მგონია, რომ არაფერი ცუდი მოხდება, შესაძლოა შედეგი კარგიც იყოს."

ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას სამი დღით ადრე წინ უსწრებდა აშშ-ის სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის მიერ რუსეთის დაზვერვის 12 თანამშრომლისთვის ბრალის წაყენება. მალერის გუნდი მათ 2016 წელის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მცდელობაში სდებს ბრალს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG