ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: სძულთ რომ მე პუტინთან საერთო ენა გამოვნახე


ამერიკის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა სამიტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან წარმატებით ჩაიარა.

„ზოგს სძულს, რომ მე რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან საერთო ენა გამოვნახე. მათ ამას ურჩევნიათ ომში ჩაერთონ", - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

გუშინ პრეზიდენტმა პოზიცია შეცვლა და თქვა, რომ ის აღიარებს ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების დასკვნას, რომ რუსეთი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. რამდენიმე დღით ადრე, ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრისას ტრამპი დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა. ტრამპმა განცხადება მას შემდეგ შეცვალა, რაც ჰელსინკის სამიტის პრესკონფერენციას რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლებისგან ღია კრიტიკა მოჰყვა.

პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ რაც ჰელსინკის სამიტის სტენოგრამას გადახედა, მან გაანალიზა, რომ არასწორად წარმოთქვა მისი პოზიცია.

„ერთ-ერთ მთავარ წინადადებაში, ჩემი გამოსვლისას, მე ვთქვი სიტყვა „რატომ“, „რატომ არ-ის“ ნაცვლად. წინადადება უნდა ყოფილიყო... „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ არ იქნებოდა რუსეთი“, - თქვა ტრამპმა. პრეზიდენტი რუსეთის არჩევნებში ჩარევის საკითხზე საუბრობდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG