ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ევროპაში ოფიციალურ ტურს ამთავრებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს ოთხშაბათს დაასრულებს. პარიზში მისი ბოლო შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტერიალი იქნება.

სამიტის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბლინკენმა რამდენიმე გლობალურ გამოწვევაზე ისაუბრა, მათ შორის კორონავირუსის პანდემიაზე, კლიმატურ კრიზისზე, უთანასწორობასა და ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში სათანადო წესების შემუშავებაზე.

„ამ ორგანიზაციის და ჩვენი დემოკრატიების ფუნდამენტური პრინციპები გამოწვევების წინაშეა ავტორიტარული მთავრობების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი მეთოდები უკეთესად აკმაყოფილებს ხალხის ძირითად მოთხოვნებს. ზოგიერთი ეს მთავრობა აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის თაობების მანძილზე“, განაცხადა ბლინკენმა, თუმცა საუბრის დროს მას კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.

სამიტის შემდეგ ბლინკენი ორმხრივ შეხვედრას გამართავს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოსთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესთან და კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტ და საგარეო საქმეთა მინისტრ მარტა ლუსია რამირესთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG