ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის სიძლიერე ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიანიშნებს, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა, ან საფრანგეთსა და ამერიკას შორის არსებული დაძაბულობა, არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტება.

იენს სტოლტებერგი ამბობს, რომ პირიქით, ნატო გააგრძელებს ბრძოლას ყველა იმ გამოწვევასთან, რომელიც ახლა არსებობს და მტკიცედ დადგება ნებისმიერი საფრთხის წინაშე.

"ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის არსებული კავშირის სიმტკიცესთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, თუმცა ისინი არ ცვლიან სურათს",- თქვა ჯორჯთაუნში გამართულ დისკუსიაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი განმარტავს, რომ არ აქვს მნიშნელობა რა ტიპის გამოწვევა დაუდგება მომავალში ალიანსს, მთავარია ერთიანობა- "ჩვენ არ ვიცით, რა იქნება შემდეგი კრიზისი, მაგრამ ვიცით, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ ერთად დგომით უფრო უსაფრთხოდ ვართ".

სტოლტენბერგმა განსაკუთრებული ყურადღება ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზე და პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებაზე გაამახვილა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პატივი ეცა წინა ადმინისტრაციის შეთანხმებისთვის და დაესრულებინა ომი ავღანეთში.

"თავად ის იდეა, რომ ამერიკამ კონსულტაციები არ ჩაატარა, არის არასწორი. ეს ფაქტობრივად არასწორია",- თქვა სტოლტენბერმა. ის ამბობს, რომ ნატო და ამერიკა ერთად შევიდნენ ავღანეთში და 20-წლიანი ომიც ერთად დაასრულეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG