ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჩინელ დიპლომატს შეხვდება


თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მიმდინარე კვირაში, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯეიკ სალივანსა და იან ჯიეჯს შორის, დღეს ციურიხში დაგეგმილ შეხვედრას ფონად გასდევს ორ სახლემწიფოს შორის გაზრდილი დაძაბულობა ვაჭრობის, ტაივანსა და სხვა საკითხებზე.

ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ კომუნიკაციებს გააუმჯობესებდნენ. დაგეგმილი შეხვედრა სწორედ ამ პირობის შესრულების ნაწილია.

„მათი შეხვედრა იქნება პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ სი ძინპინის სატელეფონო საუბრის გაგრძელება“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ეს იქნება ჯეიკ სალივანის პირველი პირადი შეხვედრა ჩინელ დიპლომატთან მას შემდეგ, რაც ორივე მათგანმა მარტში, ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა. იან ჯიჯეი აშშ-ში, ჩინეთის ყოფილი ელჩია.

მსოფლიოს ორ უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა, შვიდი თვის განმავლობაში თითქმის კომუნიკაციის გარეშე იყო. იქამდე, ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით, 9 სექტემბერს, ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი არ გაიმართა. სატელეფონო ზარისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებმ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG