ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი: "ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო განზრახული"


საუდის არაბეთი აცხადებს, რომ თურქეთის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიასააგენტომ ამის შესახებ ქვეყნის პროკურორის განცხადება გაავრცელა.

საუდის არაბეთის მთავრობის წევრები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხაშოგიმ საკონსულო თავად დატოვა დ ამათ არაფერი იცოდნენ მის შესახებ. შემდეგ თქვეს, რომ ის საკონსულოში ხელჩართული ბრძოლისას დაიღუპა. სულ ბოლო ვერსიით კი, ის მაშინ დაიღუპა, როდესაც მის გაკავებას ცდილობდნენ და კისერზე ხელს უჭერდნენ, მაშინ, როდესაც ის საკონსულოს დატოვებას და დახმარების თხოვნას ცდილობდა.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის "დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს" დირექტორმა ჯინა ჰასპელმა, რომელიც თურქეთში გაემგზავრა გამოძიების დეტალების გასაცნობად, ხაშოგის წამებისა და მკვლელობის ამსახველი აუდიოჩანაწერი მოისმინა. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა. გაზეთს უცნობმა პირმა, რომელმაც სავარაუდოდ აუდიოჩანაწერს მოუსმინა, უთხრა, რომ ეს ამერიკული მხარისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საიმისოდ, რომ საუდის არაბეთის მთავრობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია იქონიოს. ჰასპელმა დონალდ ტრამპს თავისი ვიზიტის შედეგების შესახებ ხუთშაბათს უნდა მოახსენოს.

გუშინ, საუდის არაბეთის პრინცმა, ტახტის მემკვიდრე მუჰამედმა ამ საქმის შესახებ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს არის "საზარელი დანაშაული" და მცდელობა დააზიანონ საუდის არაბეთისა და თურქეთის "უნიკალური" პარტნიორობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG