ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხაზინის მდივანი მნუჩინი რიადში დაგეგმილ კონფერენციას აღარ დაესწრება


დღეს, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა მომავალ კვირას საუდის არაბეთში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამ ფონზე, რიადს უწევს მკაცრ კითხვებზე პასუხის გაცემა ამერიკაში დაფუძნებული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის თურქეთში გაუჩინარებასთან დაკავშირებით. დაახლოებით, ორი კვირის წინ, ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა და იქიდან გამოსული არავის უნახავს.

მნუჩინის უარი მოჰყვა არაერთი დასავლელი ბიზნესმენის მტკიცე დემარშს კონფერენციაში მონაწილეობაზე.

თურქეთიდან მოსული ცნობების თანახმად, საუდელმა აგენტებმა ხაშოგი, ტახტის მემკვიდრე უფლისწულ მოჰამედ ბინ სალმანის კრიტიკოსი, საუდის არაბეთის საკონსულოში სასტიკად აწამეს და მოკლეს.

ჟურნალისტი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ საუდის არაბეთის შესახებ საგაზეთო სვეტის ავტორი იყო.

რიადი საქმეში მონაწილეობას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG