ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარა შურდი ირანის ციხიდან გამოსვლას ელოდება


ოფიციალური ირანის ინფორმაციით, ირანის სატუსაღოდან მალე გათავისუფლდება ამერიკელი ტურისტი სარა შურდი, რომელსაც ოფიციალური თეირანი ჯაშუშობაში სდებს ბრალს. თუმცა ირანელი პროკურორის განცხადებით სარას გათავისუფლება მას შემდეგ მოხდება რაც ირანს ნახევარი მილიონი დოლარის თანხა გადაეცემა.

სარა შურდის ოჯახი იტყობინება, რომ ახალგაზრდა ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

ამ ფონზე, თეთრი სახლის მრჩეველმა დევიდ აქსელროდმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია იმედს გამოქვამს შურდის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თუმცა ვაშინგტონი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ფაქტის მიმართ და რომ სარა, მის ორ მეგობართან ერთად ციხეში არ უნდა ჩაესვათ.

აქსელროდმა კერძოდ თქვა:

„ჩვენ იმედი გვაქვს რომ სარას და მის მეგობრებს მალე გაათავისუფლებენ. შეცდომა იყო მათი დაკავება. მათ ახლა სატუსაღოში ყალბი საბაბით აჩერებენ და სამივე დროულად უნდა გათავისუფლდეს.„ განაცხადა ბარაკ ობამას მრჩეველმა

XS
SM
MD
LG