ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრობიდან ქორწინებამდე


(AP Photo/J. David Ake)

ირანის მთავრობამ სარა შურდი 14 თვის შემდეგ $ 500,000 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბაუერმა და ფატალმა კი ციხეში ორი წელი დაჰყვეს.

ორი ამერიკელი ტურისტი, რომლებიც ირანმა სამი წლის წინ დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით, დაქორწინებას გეგმავს. ოჯახის მეგობრის ინფორმაციით, შეინ ბაუერი და სარა შურდი კალიფორნიაში შეუღლდებიან.

ირანის ხელისუფლებამ სამი ამერიკელი ტურისტი 2009 წელს იმ ბრალდებით დააპატიმრა, რომ მათ ირანის საზღვარი უკანონოდ ერაყიდან გადაკვეთეს.

ირანის მთავრობამ სარა შურდი 14 თვის შემდეგ $ 500,000 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბაუერმა და ფატალმა კი ციხეში ორი წელი დაჰყვეს.

სამივე ამერიკელმა თავი ბოლომდე უდანაშაულოდ ცნო და ამტკიცებდა, რომ ერაყის მთებში სალაშქროდ ყოფნისას გზა აებნათ.

XS
SM
MD
LG