ამერიკის პრეზინდეტი დღეს ირანის წინააღმდეგ ახალ ენერგეტიკული და ფინანსურ სანქციების დაწესებას აწერს ხელს, თეირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის წარმეობის გამო.
გასულ კვირას, ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა ზომებს, რომელთა მეშვეობითაც ამერიკული ბაზრის ის კომპანიები, რომლებიც ირანს სუფთა ნავთობს ყიდიან, ბაზარს დატოვებენ. ამერიკულ ფინანსურ ბაზარზე ვერ მოხვდებიან ის უცხოური ბანკებიც, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან ან უმთავრეს საფინანსო ინსტიტუტებთან საქმეს აწარმოებენ.