ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახაროვის პრემია დაპატიმრებულ ბლოგერს გადაეცემა


მუსლიმ სასულიერო პირთა შეუცხყოფის გამო ბლოგერ რაიფ ბადავის 2012 წლიდან 10-წლიანი პატიმრობა და მათრახის 1000-ჯერ გადაკვრა აქვს მისჯილი.

ევროპის პარლამენტმა სახაროვის სახელობის ადამიანის უფლებათა ყოველწლიური პრემია რაიფ ბადავის გადასცა. ბლოგერი საუდის არაბეთში ცხოვრობს. მუსლიმ სასულიერო პირთა შეუცხყოფის გამო მას 2012 წლიდან 10-წლიანი პატიმრობა და მათრახის 1000-ჯერ გადაკვრა აქვს მისჯილი.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განცხადება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გააკეთა. ის საუდის არაბეთის მეფეს ესაუბრა და ბადავის შეწყალება სთხოვა, რათა ბლოგერს დეკემბერში, სტრასბურგში დაგეგმილ ცერემონიაზე ჯილდოს მიღების საშუალება მიეცეს.

XS
SM
MD
LG