ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბოლო წელი 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯა ინი პირობას დებს, რომ პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს, სრულად დაუთმობს მოლაპარაკებების წარმოებას და მშვიდობის დამყარებას კორეის ნახევარკუნძულზე.

პრეზიდენტმა ეს განცხადება სეულში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა სწორედ მისი პრეზიდენტობის ბოლო წელს მოხდეს შეთანმხება ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამუშაო გეგმას მოქნილ, პრაქტიკულ დიალოგის წარმოების შესახებ, რომლის საბოლოო მიზაზნი ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა. პროგრამა, რომელიც ბაიდენის გუნდმა შეიმუშავა, უკვე განხილულია სამხრეთ კორეაში. გეგმის მიზანი ჩრდილოეთ კორეის დაყოლიებაა იმაში, რომ შეაჩეროს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.

თებერვალში ამერიკის სახელმწიფო მდივნის სეულში ვიზიტის შემდეგ, 21 მაისს ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც სამხრეთ კორეის ლიდერი ამბობს, მაისში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი მიზანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის აღდგენა იქნება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები 2019 წლის შემდეგ აღარ გამართულა. მანამდე ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა შედგა. პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც 2019 წელს ჩატარებულ მეორე სამიტზე ამერიკის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მანამდე რამდენიმე თვით ადრე ისტორიული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG