ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის მთავრობა: ნავალნი "ნოვიჩოკით" არის მოწამლული


რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერება აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემები გერმანიის მთავრობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და ინფორმაცია ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით გავრცელდა.

აღნიშნული ნივთიერება ნერვულ-პარალიტიკური მოქმედებების შხამებს განეკუთნება. "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებას რუსეთის სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ ამა თუ იმ პირის ლიკვიდაციისთვის. ამავე ნივთიერებით მოწამლეს ბრიტანეთში სერგეი და იულია სკრიპალები.

კანცლერი მერკელი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება.

ალექსეი ნავალნი ამ დრომდე გერმანიაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ის გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადის მკურნალობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG