ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი გამომძიებლები ამერიკელი ინვესტორის შინაპატიმრობაში გადაყვანას ითხოვენ


რუსი გამომძიებლები ამერიკელი ინვესტორის მაიკლ კალვეის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაყვანას ითხოვენ. გამომძიებელთა კომიტეტმა მოსკოვის სასამართლოს მოთხოვნა 11 აპრილის დანიშნულ მოსმენამდე გაუგზავნა.

კალვეიმ მოსკოვში კერძო კომოანია "ბარინგ-ვოსტოკი" დააფუძნა. ის და მისი თანამშრომლები მოსკოვში თებერვალში ფინანსური თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. კალვეი ბრალდებას უარყოფს. მისმა დაკავებამ კიდევ ერთხელ განაახლა საუბარი რუსეთში ბიზნესის წარმოების საფრთხეებსა და კანონის უზენაესობის სისუსტეზე.

კრემლის კრიტიკოსები კალვეის გათავისფულებას ითხოვენ. ამ დრომდე ის მოსკოვში ლეფორტოვოს ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG