ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინვესტორებმა რუსეთიდან შეიძლება $150 მლრდ უკან გაიტანონ


მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ რუსეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა, კიდევ უფრო დასუსტდება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვსა და დასავლთს შორის ყირიმის ანქესიასთან დაკავშირებით ეკონომიკური ურთიერთობა დაიძაბა.

ბანკის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა 2014 წელს უკვე 1.8 პროცენტითაა შეკუმშული. პოლიტიკური ვითარების დაძაბვის ფონზე მოსალოდნელია, რომ ინვესტორებმა ქვეყნიდან უპრეცედენტო თანხა - 150 მილიარდი დოლარი გაიტანონ.

ბანკის განცხადებით, „პოლიტიკური რისკები ახლო მომავალში მნიშნვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება,“ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე წამყვანი კანონმდებლისა და პრეზიდენტის მრჩევლებზე ეკონომიკური სანქციები დააწესეს.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ „გაურკვევლობას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და რუსეთის მხრიდან მათზე გაკეთებული მოსალოდნელი რეაგირებაც ქმნის.“ პოლიტიკური დაძაბულობის მომატებასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, საინვესტიციო გარემოც მნიშვნელოვნად დასუსტდება.
XS
SM
MD
LG