ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს


ჰააგა, 24 მარტი, 2014
ჰააგა, 24 მარტი, 2014
ჰააგა, 24 მარტი, 2014

რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ბლოკიდან რუსეთი გარიცხეს. ეს ქმედება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინიციატივა იყო, რომელმაც ევროპული ტურნე ორშაბათს დაიწყო.


ნიდერლანდებში ამერიკელი ლიდერის ჩასვლის ოფიციალური მიზანი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასწრებაა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მისი ვიზიტის მთავარ თემად იქცა.
შედეგმაც არ დააყოვნა, როცა პრეზიდენტმა ობამამ დიდი შვიდეულის საგანგებო შეხვედრას უმასპინძლა. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, ჯგუფის წევრმა სახელმწიფოებმა დაგმეს რუსეთის სპონსორობით ორგანიზებული რეფერენდუმი ყირიმში და გააკრიტიკეს რუსეთის უკანონო ქმედებები რეგიონის ანექსიის მიზნით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან გააფართოვონ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები, თუ ეს უკანასკნელი მოქმედებებს არ შეცვლის.

მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აგრესიის გაგრძელებამ, მათ შორის უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეჭრამ, შესაძლოა უფრო მკაცრ სანქციებს მისცეს დასაბამი რუსეთის საბანკო, თავდაცვის და ეკონომიკის სხვადასხვა წამყვანი სექტორების წინააღმდეგ.


ოფიციალური პირების შეშფოთება კიდევ უფრო გააქტიურდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას ახდენს.
XS
SM
MD
LG