ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესაზე საჰაერო იერიშისას 8 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა პორტი და მუზეუმი


რუსეთი უკრაინაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. კვირას, ღამით, თავდასხმის სამიზნე ოდესის პორტი გახდა. დაიჭრა 8 ადამიანი. მარცვლეულით დატვირთული სატვირთო ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა, ასევე დაზიანდა ქალაქის ერთ-ერთი საგამოფენო სივრცე.

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაზიანდა 20-ზე მეტი ავტომობილი და 20-სართულიანი შენობები. საჰაერო თავვდაცვის სისტემებმა 22-იდან 15 "შაჰიდი" დრონის ჩამოგდება შეძლო. უკრაინის მიმართულებით ისროლეს X-59 რაკეტებიც.

ოდესის გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ამბობს, რომ 15 დრონის სამინე ქალაქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. საწყობები და სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებები დაზიანებულია, მარცვლეულიანი სატვირთოები კი ცეცხლში გაეხვა. თუმცა ხანძრები მალევე ჩააქრეს. ამ დროისთვის უცნობია ხანძარი დრონების შეჯახებამ გამოიწვია, თუ ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა.

რუსეთმა ბოლო პერიოდში უკრაინის პორტების დაბომბვა გაახშირა, მათ შორის, ოდესის პორტის და მარცვვლეულის ინფრასტრუქტურის. ეს კი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივლისში მოსკოვმა ე.წ. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივვა დატოვა. ომის დროს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ითვალისწინებდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვვის ძალების ცნობით, რუსეთმა ოდესისა და ხერსონის მიმართულებით 4 განსხვავებული ტიპის რაკეტები გამოიყენა. დრონები და რაკეტები ყირიმის ნახევარკუნძულიდან გაისროლეს, რომელიც რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თქვა, რომ ეს სავარაუდოდ ყირიმზე კიევის იერიშების საპასუხო ნაბიჯი იყო: "ეს არის მათი საზიზღარი პასუხი იმ რეალობაზე, რომ უკრაინული ყირიმი დემილიტარიზებული იქნება, რუსების შავი ზღვის ფლოტისა და სამხედრო ბაზების გარეშე", - თქვა მან.

საჰაერო იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ნაგებობაში, იმპერიულ სასახლეში, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. 6 ნოემბერს ამ მუზეუმს 124 წელი შეუსრულდა.
XS
SM
MD
LG