ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში ისრაელს პროტესტს უცხადებს


ვაშინგრონში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მათ ისრაელს ფორმალური დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადეს, მას შემდეგ რაც ისრაელმა რუსი მოქალაქე შეერთებულ შტატებს გადასცა.

რუსეთის მოქალაქეს, ალეკსეი ბურკოვს საკრედიტო ბარათებით ბარათების ინფორმაციის მოპარვით, ამერიკელი მომხმარებელებისთვის, 20 მილიონი დოლარის მოპარვა ედება ბრალად. ოთხშაბათს, რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ ის, რუსეთის მოქალაქეებზე მსოფლიოს გარშემო „ნადირობს“.

თუ ბრალი დაუმტკიცდება, ბურკოვს 80 წლით პატიმრობა ემუქრება. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბურკოვს ბრალად საიტის მართვა ედება, რომელიც საკრედიტო ინფორმაციას ყიდდა. „ბურკოვის საიტზე გაყიდული, მოპარული მონაცემებით, ამერიკული საკრედიტო ბარათებიდან, 20 მილიონის თაღლითური შესყიდვები განხორციელდა“. - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა.

ბურკოვი 2015 წელს ისრაელის დატოვებისას დააკავეს. გასულ თვეში, ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, მისი შეერთებული შტატებისთვის გადაცემის ბრძანებას მოაწერა ხელი. 10 ნოემბერს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბურკოვის საჩივარი, რუსეთის პროტესტის მიუხედავად.

რუსეთმა ისრაელს ბურკოვის ნაამა ისაჩარში გაცვლა შესთავაზა. ისაჩარი, მოსკოვის გავლით ფრენისას დააკავეს და მარიხუანის ფლობისთვის შვიდნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ისაჩარი ინდოეთდან ისრაელისკენ მიემართებოდა და მოსკოვის მხოლოდ გადაჯდომისთვის იმყოფებოდა. მას აეროპორტი არ დაუტოვებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG