ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში დაკავებულ ამერიკელ ინვესტორს შინაპატიმრობის ვადა გაუგრძელეს


რუსულმა სასამართლომ, ამერიკელი ინვესტორის მაიკლ კალვეის და მისი პარტნიორის, საფრანგეთის მოქალაქე ფილიპ დელპალის შინაპატიმრობის ვადა 13 თებერვლამდე გააგრძელა.

მოსკოვის ბასმანნის სასამართლომ გადაწყვეტილების შესახებ 9 იანვარს, პატიმრობის ადრე გაგრძელებული ვადის ამოწურვამდე ოთხი დღით ადრე გამოაცხადა.

სასამართლომ შინაპატიმრობის ვადა რუსეთის ორ მოქალაქესაც გაუგრძელა.ბანკ “ვოსტოჩნის” ყოფილ გენერალურ დირექტორი ალექსეი კორდიჩევი და ინვესტიციების დირექტორი ალექსანდრ ცაკუნოვი, 13 თებერვლამდე შინაპატიმრობაში დარჩებიან.

კალვეი და რუსეთში დაფუძნებული “ბარინგ გრუპის” რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი და თანამშრომელი მოსკოვში, გასული წლის თებერვალში, ფინანსური თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG