ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი მოსკოვში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის საქმეზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო, ამერიკელ საზღვაო ფლოტის ქვეითს, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი, ჯანმრთელობის პრობლემების და დაკავების იზოლატორში მისთვის ცუდად მოპყრობის გამოგონებაში ადანაშაულებს. ამერიკის საელჩომ ამ განცხადებას „ფიქცია“ უწოდა.

პოლ ვილანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მას რუსეთი ბრალს სასტუმროში, მოსკოვის ცენტრში, მეხსიერების ბარათით საიდუმლო მასალის მიღებაში დებს. საქმე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობის კიდევ ერთი ნაწილია.

ვილანი, რომელიც ბრიტანეთის, კანადის და ირლანდიის პასპორტებს ფლობს შეერთებული შტატების პასპორტთან ერთად, ბრალს უარყოფს. ის აცხადებს, რომ მოსკოვში მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და რუსი ნაცნობისგან მეხსიერების ბარათი ისე მიიღო, რომ არ იცოდა და არ შეუმოწმებია მისი შიგთავსი.

ვილანი, სასამართლოს დარბაზში და მისი ადვოკატის მეშვეობით აცხადებს, რომ მას ციხეში ბადრაგი და რუსული უშიშროების სამსახურები ცუდად ექცევიან, მათ შორის ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან და სამედიცინო მომსახურებაზე უარს ეუბნებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვილანის განცხადებას „შეთხზულს“ უწოდებს. „ეს კიდევ ერთი მასობრივი დეზინფორმაციის კამპანიაა რუსეთის იმიჯის წინააღმდეგ“, - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი საზღვაო ქვეითი „ჯაშუშობრივი აქტივობისას“ დაიჭირეს.

ამერიკის საელჩოს პრესსპიკერმა რუსეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "ფიქცია" უწოდა. რებეკა როსმა განაცხადა, რომ ვილანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა და რომ რუსეთი უკვე ერთი წელია არ აძლევს ვილანს საშუალებას საკუთარ ოჯახს დაუკავშირდეს. როსმა ასევე აღნიშნა, რომ მის საქმეში არცერთ ბრალდებაზე სამხილები არ არის წარდგენილი და რომ ვილანი, რომელიც რუსულად თითქმის ვერ ლაპარაკობს, სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებული არ არის.

„როგორ უნდა გაიგოს პოლმა რაში დებენ მას რალს, თუ [რუსულად] კითხვაც არ იცის?“, - განაცხადა მან. “საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს ფაქტების დამახინჯება“, - აღნიშნა აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერმა.

ვილანის საქმე, რომელიც უკვე ერთი წელია რაც განიხილება, დასასრულს უახლოვდება. ამ დრომდე, საქმის წინასაწარი მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენები დახურულია.

საკუთარ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებმა დაასრულეს გამოძიება. სამინისტრომ საქმის გაჭიანურებაში თავად ვილანს დასდო ბრალი, იმ მიზეზით, რომ ის საბრალდებო დასკვნას არ პასუხობს. თუმცა, მის უკანასკნელ სასამართლოზე, ვილანს მხოლოდ ვიდეო ჩართვის საშუალება მისცეს. მას პლატაკი ეკავა, მაგრამ მასზე განთავსებული წარწერის ამოკითხვა ვერ მოხერხდა.

ვილანის ადვოკატი, იმ ქვეყნებს, რომელთა პასპორტიც ვილანს აქვს, თხოვს ჩაერთონ პატიმრების გაცვლაში. თუმცა მისი თქმით, ამ დრომდე მას არცერთი ქვეყნის მთავრობა არ გამოხმაურებია.

თუ ვილანს შპიონაჟში დამნაშავედ ცნობენ, მას ათიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG