ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ამერიკელი ინვესტორი დააკავეს


მაიკლ კალვეი
მაიკლ კალვეი

რუსეთში ამერიკელი ინვესტორი მაიკლ კალვეი დააკავეს. ის მოსკოვში ბაზირებული „ბეარინგ ვოსტოკის“ კერძო საინვესტიციო ჯგუფის დამფუძნებელია. კალვეის ბრალი გაყალბებაში აქვს წაყენებული.

მოსკოვის ადგილობრივი სასამართლოს განცხადებით, ამერიკელი ინვესტორი, ამავე კომპანიის სხვა წევრებთან ერთად, ხუთშაბათს, დააკავეს.

სასამართლო ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვოს, თუ არა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ კალვეის დაკავება რუსეთის ბანკ „ვოსტოჩნის“ გარშემო განვითარებულ დავას უკავშირდება. ამ ბანკში ამერიკელის საინვესტივიო ფირმას აქციების საკონტროლო პაკეტი აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG