ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური ფილმი რუსი ბავშვების გაშვილებაზე


ფილმი კონკრეტულ გზავნილს შეიცავს რუსეთის მიერ ამერიკულ ოჯახებზე გაშვილების აკრძალვის წინააღმდეგ

დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსი ეროვნების სამი ბავშვის ამერიკულ ოჯახზე გაშვილების შესახებ მოგვითხრობს, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ 2012 წელს შემოღებულ კანონს, რომელმაც ბავშვების შეერთებულ შტატებში გაშვილების შესახებ რეგულაცია გაამკაცრა.

დოკუმენტური ფილმი „ სიყვარულის ბნელი საქმე“ აერთიანებს ამერიკული ოჯახის ისტორიას და ადამიანებს შორის დამოკიდებულების ჩამოყალიბების მეცნიერებას - ანუ იმას, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობას.

ამერიკელ მშობლებს, კლაუდიო და შერილ დიაზს უკვე ჰყავდათ საკუთარი მოზარდი შვილი ქემი, როდესაც სამი რუსი ობოლი ბავშვი იშვილეს. მათ ოჯახს სამი ახალი წევრი 11 წლის მაშა და ხუთი წლის ტყუპები - მარსელი და ვადიმი შეემატა.

შერილი ფიქრობს, რომ ეს მისი ოჯახია, ამაზე უკეთესი უბრალოდ ვერც წარმოუდგენია.

თერაპევტი მას ეკითხება, თავად როგორ გრძნობს თავს რადგან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მთელი ფილმის განმავლობაში, თერაპევტი, რომელიც გაშვილების საკითხებზე მუშაობს, დიაზების ოჯახს პერიოდულად სტუმრობს, რათა დახმარება გაუწიოს ბავშვებს მშობლების მიმართ სიყვარულის და ნდობის ჩამოყალიბებაში. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია ოჯახის თითოეული წევრის დეპრესიული განწყობა და შეგუების პროცესი, რომელიც მთელი წელი გრძელდებოდა.

ექიმ ჰარლოუს მშობლები ეკითხებიან, მსგავსი რამ თუ ხდება ოჯახებში, სადაც თოთო ბავშვი მიყავთ, რომელმაც არც იცის ვინ არის მისი ნამდვილი დედა.

ექიმი პასუხობს, რომ ისინი ამ საკითხზეც მუშაობენ.

ფილმის რეჟისორი, სარა მაკარტნი მის ნამუშევარზე ამერიკის ხმას გაესაუბრა.

"ძალიან ძნელია მშობლებისთვის შვილად აყვანილი ბავშვის ქცევის გაგება, მათ შორის ურთიერთგაგების ატმოსფეროს ჩამოყალიბება. არა იმიტომ, რომ ისინი ბოროტები არიან ან ცდილობენ არ გაგიგონ. უბრალოდ, ბავშვები ობლობაში გაიზარდნენ და ცხოვრებას ასეთი მდგომარეობიდან აფასებენ, მათ ისწავლეს რა მეთოდებით უნდა გადაირჩინონ თავი."

ფილმში ამ სფეროში მომუშავე მეცნიერი ამბობს, რომ შეგუება ერთ ან რამდენიმე შენთვის უცხო პიროვნებასთან ძალიან რთული პროცესია. ეს ძნელი აღსაქმელია ბავშვის ცნობიერებისთვის. თუკი ბავშვს არ ჰყავს მშობელი, ბავშვის ნერვული სისტემისთვის სიახლის გაცნობიერება და შეგუება ძალიან რთულად მიდის.

თინეიჯერი ქემი ამბობს - "ყოველთვის მსურდა ჰყოლოდა და. მას ახლა ჰყავს და, რომელიც მისმა ოჯახმა იშვილა და ახლა მისი, როგორც დედისერთა შვილის სტატუსი შეიცვალა და ის ამ პროცესს ეგუება."

კვლევის მიხედვით, როგორც ფილმის რეჟისორი მაკარტნი ამბობს, პატარა ბავშვების ტვინს უადვილდება გადაწყობა და შეგუება სიახლესთან. ობლობაში გაზრდილ ბავშვებს ადვილად შეუძლიათ ადაპტირება ისეთ ოჯახებში, სადაც მოსიყვარულე გარემოა შექმნილი. ამის მაგალითი დიაზების ოჯახია.

მაკარტნის დოკუმენტური ფილმი რუსეთის მიერ ამერიკულ ოჯახებზე გაშვილების კანონის გამკაცრების წინააღმდეგ კონკრეტულ გზავნილს შეიცავს. ამ კანონმა უკვე შეზღუდა 300 ბავშვის გაშვილების პროცესი, რომელიც კანონის გამკაცრებამდე იყო დაწყებული.

„სიყვარულის ბნელი საქმის“ ჩვენება მოსკოვში და რუსეთის იმ ქალაქებში უკვე გაიმართა, სადაც გაშვილების აკრძალვის კანონის გაუქმებას უჭერენ მხარს.

შეერთებულ შტატებში და კანადაში გამართულ ფილმის არაერთ ფესტივალზე აღნიშნულ ფილმს პოზიტიური რეცენზია მოჰყვა.
XS
SM
MD
LG