ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ბავშვების გაშვილების აკრძალვა


პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვითაც სანქციები წესდება რუს ოფიციალურ პირებზე

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ფარული კენჭისყრით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილება იკრძალება. პალატის 143-ივე წევრის მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ პუტინს გადაეგზავნა.

ამ ფაქტს შეერთებულ შტატებში ახლახან მიღებულ კანონზე საპასუხო რეაქციად მიიჩნევენ. 14 დეკემბერს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვითაც სანქციები წესდება რუს ოფიციალურ პირებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.

37 წლის იურისტი, სერგეი მაგნიტსკი, რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური პირების მიერ 250 მილიონის ოდენობის გადასახადების მითვისებაში მხილების შემდეგ მაგნიტსკი დააპატიმრეს და ის ციხეში გარდაიცვალა. შეერთებულ შტატებში მიღებული კანონის მთავარი სამიზნე სწორედ მაგნიტსკის დაპატიმრებაში, მასზე განხორციელებულ ძალადობაში და მის სიკვდილში ეჭვმიტანილი პირები არიან.
XS
SM
MD
LG