ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაშვილების პრობლემა


მშობლები, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ ბავშვები ხშირად აწყდებიან პრობლემებს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ტეხასის შტატში ნაშვილები რუსი ეროვნების ბავშვის გარდაცვალებამ ამ თემის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარანტიები და პირობები არსებობს იმ ბავშვებისთვის, როდესაც ისინი ახალ გარემოში ხვდებიან. ხანდახან იმ მშობლებსაც სჭირდებათ დახმარება, რომლებმაც ბავშვი იშვილეს.

ტეხასში, 3 წლის მაქს შატოს გარდაცვალების ფაქტმა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, რამდენიმე თვით ადრე ამ ფაქტს უძღოდა რუსეთის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამერიკული ოჯახებისთვის რუსეთიდან შვილად აყვანის პროცესი შეწყდა.

ფორტ ვორტსის ბავშვთა გასხვისების და შვილად აყვანის ცენტრის პრესსსპიკერი ჯენიფერ ლანტერი აცხადებს, რომ მათ სააგენტოში მოთხოვნა რუსეთიდან ბავშვების აყვანის შესახებ საკმაოდ ხშირია.

„ ეს ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი პროგრამაა. რუსი ბავშვები არაჩვეულებრივები არიან, მომავალი მშობლებიც სიხარულით მოგზაურობენ რუსეთში. ამ ქვეყანას უდიდესი ისტორია აქვს, ჩვენ პროგრამებს რუსეთში ვახორციელებდით და ახლა ძალიან საწყენია რომ, გაშვილების პროცესი აიკრძალა.“

ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მოსაზრებით, ამერიკამ უნდა შექმნას უფრო უსაფრთხო პირობები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მართალია, მინესოტის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი მიშელ გუდვინი არის ავტორი წიგნის „ ბავშვები- ფული და ახალი პოლიტიკა ოჯახსი შექმნისთვის.“ ის ფიქრობს რომ, ამერიკელი წყვილების უმრავლესობას იმიტომ სურს გახდეს რუსი ან აღმოსავლეთ ევროპაში დაბადებული ბავშვის მშობელი, ვინაიდან ისინი არ ითვლებიან განსხვავებული რასის და კულტურის წარმომადგენლებად.

„შესაძლოა ფიქრობენ, რომ ვინაიდან ბავშვი თეთრკანიანია და თეთრ ოჯახში შედის ეს საკმარისია ადამპტაციისთვის. ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ბავშვი რუსია. თუმცა ბავშვს აქვს რუსული სახელი ,საუბრობს რუსულად, ენის ბარიერიც შესაძლოა დიდ პრობლემას წარმოადგენდეს კომუნიკაციაში.“

რუსეთში გარდაცვლილი შატოს მშობელი დედა მათ შორისაა, რომლებიც შვილის უკან დაბრუნებას ითხოვენ ხოლმე თუმცა , გასულ კვირას იგი მატარებლიდან იმისთვის ჩამოსვეს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და არასათანდოდ იქცეოდა. მიშელ გუდვინი ამბობს რომ , რუსეთის ბავშვთა სახლებში 100 ათასზე მეტი ობოლი იზრდება რომელთა ჯანრმთლეობაც , დაბადებამდე უკვე დაზიანებული იყო მშობლების მიერ ნარკოტიკების და სასმელის მიღების გამო.

„მშობლების მიერ ალკოჰოლის მიღების გამო, ბავშვები შესაძლოა ძალიან რთულად გადასალახი ჯანმრთელობის პრობლების წინაშე აღმოჩნდნენ. შეიძლება გამოვლინდეს ძალადობის ტენდეცია, მათი ფსიქოლოგიური პრობლემები ოჯახურ პირობებში ვერ იქნება მოგვარებული.“

გუდვინი ამბობს, რომ ხშირად ის მშობლები, რომლებიც ასეთ ბავშვებს ზრდიან დამხარებას სასოწარკვეთილები ითხოვენ.

ჯენიფერ ლანტერი ამბობს, რომ გლენდლის სააგენტო ყოველთვის კავშირზეა იმ ოჯახებთან, რომელთაც შვილად აყვანის პროცესში დაეხმარნენ. ისინი მათ ტელეფონითაც უკავშირდებიან და აქვთ საოჯახო ვიზიტებიც.

„ 6,12,24 და 36 თვის ინტერვალით ჩვენ მივდივართ და ადგილზე ვამოწმებთ ბავშვებს და მშობლებს , ოჯახს სადაც იზრდებიან იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი კარგად არის და ადაპტაციის პროცესი წარმატებულია. თუკი რაიმე პრობლემა არსებობს ჩვენ ვუწევთ კონსულტაციას და თუ საჭიროა ვაგზავნით ექიმებთან."

გაშვილების და შვილად აყვანის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ჩაკ ჯონსონი აცხადებს რომ ასეთი სააგენტოები თავიანთ საქმეს კარგად ართმევენ თავს. ამ მიმართულებთ ამერიკა საერთაშორისო შეთანხმების წევრია.

„ჩაკ ჯონსონი აცხადებს რომ ამ მხრივ სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია, კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა 2008 წლის შემდეგ როდესაც ამერიკა შეუერთდა ჰააგის კონვენციას ქვეყნებს შორის შვილად აყვანის შესახებ მრავალმხრივ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის ახალ სტანდარტებს ითვალისწინებს. ეს ასევე აწესებს ახალ სტანდარტებს ამ კუთხით მომუშავე სააგენტოებისთვის. ეს მთელი სისტემის რეფორმას გულსიხმობს.“

რუსეთი არ არის ჰააგის კონვენციის ამ შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, თუმცა გასულ წელს ხელი მოაწერა ამერიკასთან ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ძალაში შევიდა 7 კვირით ადრე მანამდე ვიდრე გაშვილება აიკრძალებოდა.

ჯონსონი აცხადებს, რომ მას ესმის, რატომ არიან გაბრაზებულები და ეშინიათ რუსეთში ბავშვთა გასხვისებით შესაძლო უარყოფითი შედეგების, თუმცა მისი განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში ამ ბავშვებს ოჯახებში აქ ძალიან კარგად უვლიან.

„ მისი განცხადებით, ძირითადად ფოკუსირება ხდება ამ ტრაგიკულ ფაქტებზე , რაც თავისთავად სწორია ვინაიდან მომავალში მათი პრევენცია შეძლონ. იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ბევრი ოჯახი ძალიან კარგ ყურადღებას აქცევს ბავშვებს . პრობლემური ბავშვებისთვისაც კი, გაცილებით ნორმალური პირობები არსებობს აქ უკეთესად იგრძნონ თავი.“

ჯონსონი სხვა პირების მსგავსად, რომელიც ბავშვთა გაშვილების და აყვანის საერთაშორისო პროცესში არიან ჩართულები იმედოვნებენ, რომ რუსეთი კანონს გაამარტივებს, რაც უფრო მეტ ამერიკელ მშობელს მისცემს საშუალებას, რომ რუსი ბავშვები აქ ჩამოიყვანონ.
XS
SM
MD
LG