ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ბავშვების გაშვილება აიკრძალება


მესამე მოსმენით და 420 ხმით 7-ის წინააღმდეგ, კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის ზედა პალატას გადაეგზავნა

რუსეთის დუმაში ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიხედვითაც ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილება იკრძალება. მესამე მოსმენით და 420 ხმით 7-ის წინააღმდეგ, კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტის ზედა პალატას გადაეგზავნა.

პოლიტიკოსები რუსული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ნაბიჯს შეერთებული შტატების მიერ მიღებულ კანონზე საპასუხო რეაქციად მიიჩნევენ. 14 დეკემბერს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა მაგნიტსკის სახელობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სანქციები დაეკისრება რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დუმის ნაბიჯს „ემოციური“ პასუხი უწოდა და განაცხადა, რომ კანონს მხოლოდ იმის შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ტექსტის საბოლოო ვარიანტს იხილავს.
XS
SM
MD
LG