ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში მეამბოხეების ლიდერი მოკლეს


მოსკოვის მეტროს თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მეამბოხე დღეს საკუთარ სახლში მოკლეს.

რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის უშიშროების სამსახურმა მოსკოვის მეტროს აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი და ისლამისტ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი მოკლა.

რუსეთის ანტი ტერორისტული კომიტეტის განცხადებით, მაგომედალ ვაგაბოვი დღეს დაღესტანის რესპუბლიკაში მოკლეს.

სამართალდამცავებმა ოპერაცია ვაგაბოვის სახლთან ჩაატარეს. ინტენსიური ცეცხლის გაცვლის შემდეგ სახლს ხანძარი გაუჩნდა და სავარაუდოდ ვაგაბოვთან ერთად მყოფი კიდევ ოთხი მეამბოხე იქნა მოკლული.

წინასწარი ინფორმაციით, ვაგაბოვი ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ქმარია, რომელმაც მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქა.

XS
SM
MD
LG