ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უშიშროების კანონმდებლობას ამკაცრებს


პუტინის პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა და უკვე მედვედევის ხელმოწერისთვისაა მზად. უშიშროების ფედერალური სამსახურის გაძლიერებას ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ სადავო კანონპროექტი დაამტიკიცა, რომელიც ქვეყნის უშიშროების სააგენტოსთვის ძალაუფლების გაზრდას ისახავს მიზნად. კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის ქვეყნის უშიშროების სამსახურს ყოფილ საბჭოურ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს იგივე სუკ-ს დაამსგავსებს.

ახალი კანონპროექტი უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლებასმოსილს გახდის ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნოს სხვადასხვა უწყებებსა და ინდივიდუალურ პირებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც შესაძლო არაკანონირ მოქმედებებში არიან ეჭვმიტანილი.

კანონპროექტი მმართველი პარტია ‘ერთიანი რუსეთის’ ინიციატივა იყო. მოგეხსებენათ პარტიას სათავეში რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი უდგას. ფედერაციის საბჭოს მიერ კანონპროექტი უკვე დამტკიცდა. მის საბოლოოდ დასამტკიცებლად მხოლოდ პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის ხელმოწერაა საჭირო.

დუმის დეპუტატი და ერთიანი რუსეთის წევრი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ კანონპროექტის დანიშნულებას მისი ოპონენტები უხეშად აზვიადებენ.

„ეს თითქმის არაფერია. კანონი მხოლოდ იმის უფლებას იძლევა, რომ რომ უშიშროების ფედერალურმა სამსამხურმა გაფრთხილება გაუგზავნოს იმ ადამიანებს, ვინც სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად შეიძლება კანონს არღვევდეს. ჩემი აზრით, კანონის კრიტიკა უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რაიმე სხვა,“ აცხადებს ბატონი მარკოვი.

კანონის ძირითადი დანიშნულება ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეებისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბატონი მარკოვის განცხადებით, კანონის დადებითი მხარე ის არის, რომ ის უშიშროების სამსახურს საშუალებას მისცემს გააფრთხილოს არასამთავრობო ორგანიზაციები იმის შესახებ, რომ რომელიმე ეჭვმიტანილი მათ ინფილტრაციას აპირებს.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ კანონის ძირითადი მიზანი პოლიტიკური აქტივიზმისა და ოპოზიციის დაშინებაა.

მარკოვის განცხადებით, კანონის ეს შეფასება უსაფუძვლოა, რადგანაც უშიშროების სამსახურის მიერ გაგზავნილი გაფრთხილების რეაგირების გარეშე დატოვებაას რაიმე სახის დამსჯელი ზომები არ მოჰყვება.

„უშიშროების სამსახურისგან ასეთი ზოგადი გაფრთხილების მიღების შემდეგ, თითოეულ პოლიტიკურ ფიგურას უფლება აქვს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც სურს. თუ მათ საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარება სურთ, შეუძლიათ ეს თავისუფლად გააკეთონ და გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციონ,“ ამბობს დუმის დეპუტატი.

ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის ოფისის თავმჯდომარე, ქალბატონი ლუდმილა ალექსეევა ამ არგუმენტს ეჭვით აფასებს. მისი თქმით, ახალი კანონი იმ გაფრთხიელბას ჰგავს, რომელიც მან 1974 წელს პოლიტიკური აქტივისტობისთვის მიიღო. მაშინ, მისი სამსახურის წინ შავი მანქანა გაჩერდა, სუკ-ის აგენტი მასთან სამსახურში შევიდა და დააპატიმრა.

მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება ამ კანონზე რუსეთის მოსახლეობას.

„თუ ხალხი აქტიურად გამოხატრავს პროტესტს უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მათ პერსონალურ და სოციალურ ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ, მაშინ სამსახური ეცდება მორიდებულად იმოქმედონ. თუ ჩვენ შეშინებული კურდღლებივით მოვიქეცით, მაშინ ისინი უფრო გააქტიურდებიან. ჩვენ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ რამდენად რეალურად ამუშავდება ეს კანონი,“ განაცხადა ქალბატონმა ალექსეევამ.

საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად კანონპროექტის ინიციატორებმა მისი თავდაპირველი ტექსტი შეცვალეს. მაგალითად, პირველ შემოთავაზებაში ეწერა, რომ თუ ფედერალური უშიშროების სამსახური ეჭვს აიღებდა იმაზე, რომ ვინმე დანაშაულის ჩადენას აპირებდა, სამსახურს ამ ადამიანის დაკითხვაზე მიწვევის უფლება ექნებოდა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ეჭვმიტანილს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ოპოზიცია კანონპროექტის პირველივე განხილვის შემდეგ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მას. პარასკევს დუმის წინ გამართული საპროტესტო დემონსტაციის დროს, რომელიც ლიბერალურმა პარტია ‘იაბლოკომ’ მოაწყო, სამი აქტივისტი დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG