ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში რკინიგზის სადგურს დაარტყა


ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისმა ძალებმა უკრაინის დნიპროპეტროვსკის რეგიონის ჩაპლინის რკინიგზის სადგურში სამხედრო მატარებელს დაარტყა.

კიევი ამბობს, რომ ოთხშაბათს, რუსული თავდასხმის დროს, რომლის სამიზნეც საცხოვრებელი უბნები იყო, 25 სამოქალაქო პირი დაიღუპა. რუსეთი უარყოფს, რომ როგორც თვითონ უწოდებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს მისი სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობაა.

სააგენტო „როიტერმა“ ბრძოლის ველიდან გავრცელებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

ხუთშაბათს გამართული ბრიფინგის დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ რაკეტა „ისკანდერმა“ ჩაპლინში დაარტყა სამხედრო მატარებელს, რომელიც დონბასის რეგიონში იარაღის გადასატანად იყო გამზადებული.

მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პოლტავის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში განლაგებულ ავიაბაზებზე დარტყმებით, რვა უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. შესაძლოა ეს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ერთ-ერთი უმძიმესი დანაკარგი იყოს.

XS
SM
MD
LG