გასულ კვირას მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე უხვად იყო პოლიცია და მედია. ჟურნალისტების რაოდენობამ არ შეაშინა პოლიცია და მათ კამერების თანდასწრებით 60 დემონსტრანტი დააპატიმრეს. 31 ივლისს რუსეთის 10 ქალაქში ერთდროულად მოეწყო მსგავსი საპროტესტო აქციები, ოპოზიცია შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მოითხოვდა. მთელი გასული წლის განმავლობაში დემონსტრანტები ყოველი მომდევნო თვის 31 რიცხვში მსგავს აქციებს მართავდნენ, რაც რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესრულების - საჯარო ადგილებში თავისუფალი თავშეყრის მოთხოვნას უკავშირდებოდა.
იმისათვის რომ მსგავსი აქციებისთვის შეეშალათ ხელი, მოსკოვისა და სანქტ პეტერბურგის ხელისუფლება დემონსტრაციის ნებართვას ოპოზიციაზე არ გასცემდა. ამის ნაცვლად ოპოზიციის მიერ შერჩეულ ადგილს სხვა რაიმე ღონისძიებას უთმობდა.
მაგალითად გასულ კვირას დემონსტაციისთვის დაგეგმილ ადგილას , პარალელურად მანქანებისა და მოტოციკლების ხმაურიანი შეჯიბრი გაიმართა. ხოლო პოლიცია არასანქცირებულ მიტინგზე დასწრებისთვის გამვლელებს ემუქრებოდა. შემდეგ ჟურნალისტთა თანდასწრებით კრემლიდან სულ რაღაც კილომეტრ ნახევრის დაშორებით, პოლიცია დემონსტრნტებს აპატიმრებდა და სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებში მიათრევდა.
რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის ბორის ნემცოვის განცხადებით მთავრობას უფრო მეტად ეშინია ხალხში გაღვივებული ხანძრის, ვიდრე რეალობაში არსებული ტყის ხანძრებისა , რომელიც ბოლო ხანებში მძვინვარებს რუსეთში.
ბორის ნემცოვი რომელიც ჯერ კიდევ ვერ ფარავს აღშფოთებას შაბათს მისი დაკავების გამო, ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნავს:
„მთავრობას ეშინია ყველაფრის, მას ეშინია ოპოზიციის, იმის ნაცვლად რომ დამატებითი ძალა ხანძრების ჩასაქრობად გადაისროლოს , სკვერში დემონსტრაციის დასარბევად აგზავნის რაზმებს.“
20 წლის წინ, ქუჩების საპროტესტო აქციებმა უკონტროლო ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კომინუსტური მართველობა თითქოს ერთ ღამეში დასრულდა. უკანასკნელი მასიური დემონსტრაციები, რომელსაც დაახლოებით 5 წლის წინ ჰქონდა ადგილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - ფერადი რევოლუციებით დასრულდა. საქართველში, უკრაინასა და ყირგიზეთში, კრმლის მიერ მხარდაჭერილი მთავრობები დაიშალა.
მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის ნიკოლაი პეტროვის განცხადებით, კრემლს ეშინია ავტორიტარულ რეჟიმში ბზარის გაჩენის, რომელსაც ხელისუფლების კატასტროფამდე მიყვანა შეუძლია.
სიტუაციას ართულებს რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლა, რომლის მაჩვენებელმაც გასულ წელს 8%-ით დაიკლო.
„ეკონომიკური დაღმასვლი ფონზე ქვეყანაში მზარდი სოციალური უკმაყოფილებაა, სულ უფრო რთულდებბა ხელისუფლებისთვის იმ იმიჯის შენარჩუნება რომ ეს უკანასკნელი ყველაფერს აკონტროლებს.“
კრემლის ლიდერებმა იციან არჩევნები ახლოვდება და მათ ამომრჩეველთა ხმები სჭირდებათ იმისთვის რომ ძალაუფლებაში დარჩნენ.
2011 წლისთივს რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო 2012 წლის მარტში საპრეზიდენტო. ოპოზიცია შიშობს, რომ სააარჩევნო კომისია ხმების გაყალბებას შეეცდება.
მანამდე კი მედვედევმა კიდევ ერთი კანონი გამოსცა, ამჯერად პოლიციას ეჭვის დონეზე შეუძლია დააკავოს ნებისმიერი პიროვნება. რუსეთის დუმაში განიხილვის სტადიაშია ინტერნეტზე კონტროლის კანონმდებლობა და აგრეთვე პოლიციის მიერ დაკავებული პირებისთვის პოლიტიკური პორტესტის ორგანიზების აკრძალვა. კანონმდებლობის თანახმად, ამ დროს მნიშვენლობა არ ექნება დაკავება რაიმე სერიოზული ბრალდების საფუძველზე მოხდება თუ უბრალო ავტოსაგზაო დარღვევის დროს.
დამოუკიდებელი ჯგუფის ლევადა ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გაირკვა რომ რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 25 % მა იცის რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლის არსებობის შესახებ, რომელიც საჯარო ადგილას თავშეყრის უფლებას აძლევს ქვეყნის მოქალაქეებს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი ოლღა კრისტანოვსკაია რუსეთის პოლიტიკური ელიტის საკითხებს შეისწავლის, ოპოზიციურ დემონსტრციებზე ხალხის სიმცირეს ის ორი ფაქტორით ხსნის.
„პირველ რიგში პრემიერ მინისტრი პუტინი და პრეზიდენტი მედვედევი საკმაოდ პოპულარული ლიდერები არიან, ხოლო მეორე არის შიშის ფაქტორი. შიში იმის გამო რომ დასწრება შეიძლება მათი ცემით დამთავრდეს.“
წახალისებისა და დასჯის სტრატეგია ამ დრომდე კარგად მოქმედებს რუსეთში, 3 1 აგვისტო ანალიტიკოსების განცხადებით 31 ივლისის გამეორება იქნება. დემონსტრნტების რიცხვს გადაფარავს პოლიციელებისა და ჟურნალისტების რიცხვი. პოლიცია შემდეგ დაარბევს მიტინგს და ყველანაირად შეეცდება რუსეთის კონსტიტუციით დაშვებული-საჯარო ადგილებში თავისუფლად თავშეყრის უფლების დათრგუნვას.