ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა პუტინის დაბრუნების შემდეგ


ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა პუტინის დაბრუნების შემდეგ
ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა პუტინის დაბრუნების შემდეგ

პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და დმიტრი მედვედევის მიერ პრემიერ მინისტრობაზე დათანხმდბა მოულოდნელ სიახლეს არ წარმოადგენს. ანალიტიკოსების აზრით, პუტინს არჩევნებში გამარჯვება ფაქტიურად გარანტირებული აქვს, რადგანაც პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთში საკმაოდ სუსტია და მთავრობა თითქმის ყველა მედია საშუალებას აკონტროლებს.

ამერიკაში ბევრი ინტერესდება იმით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ცოტა ხნის წინ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია ის, თუ ვის არიჩევს ქვეყნის პრეზიდენტად რუსი ხალხი. ჩვენ კი გავაგრძელებთ რუსეთთან თანამშრომლობას ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.“

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ იყო. მას შემდეგ, ამერიკამ და რუსეთმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მათ შორის იყო სტარტის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს ბირთვული არსენალის შემცირებას ავალდებულებს. რუსეთი ასევე თანამშრომლობს ამერიკასთან ავღანეთთან, ირანთან და ლიბიასთან დაკავშირებითაც.

რობერტ ლეგვოლდი კოლუმბიის უნივერსიტეტში რუსეთის ექსპერტია. მისი თქმით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ნელი ტემბით ვითარდება.

„მაგრამ მეორეს მხრივ ეს ურთიერთობა ძალიან სუსტია. არ არის იმის გარანტია, რომ პროგრესის შენარჩუნება მოხერხდება. თანამშრომლობა შეიძლება დაარღვიოს ერთი ან მეორე მხარის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, ან რაიმე მოვლენაზე გაკეთებულმა რეაქციამ.“

ლეგვოლდის თქმით, ამ ურთიერთობაზე შეიძლება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევენების შედეგებმაც იქონიოს უარყოფითი გავლენა:

„ჩვენ კარგად ვიცით რაშედეგებით დამთავრება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ვაშინგტონში, ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მხრიდან მიმდინარე პოლიტიკის გაგრძელებას ელის. თუმცა, რთულია რაიმე მსგავსი დასკვნის გაკეთება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წლის ნოემბერში გაიმართება.“

ბევრი ექსპერტი ლეგვოლდის მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება, ვაშინტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთოებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაიწყება.

მეთიუ როიანსკი ვაშინგტონში დაფუძნებული კარნეგის მშვიდობის ფონდის მკვლევარია. მისი თქმით, პრემიერ მინისტრობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა გადაწყვეტილების მიღება მას არ ევალებოდა, ამერიკასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან მიმართულებებს სწორედ ის სახავდა.

„მაგალითად, არ მგონია რუსეთმა სტარტის ხელშეკრულება გამოიწვიოს. არც ის მგონია, რომ მოსკოვმა ავღანეთთან დაკავშირებით თანამშრომლობა შეწყვიტოს. ლიბიაში არა-საფრენი ზონის დაწესებასთან დაკავშირებით , რუსეთმა გაეროს რეზოლუცია არ დაბლოკა, თუმცა პუტინმა უკამყოფილება გამოთქვა. საბოლოო ჯამში მედვედევმა და პუტინმა მოსაზრებები შეაჯერეს და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემი აზრით ისინი ყველა გადაწყვეტილებას ერთად იღებენ.“

როიანსკის აზრით, შეიძლება რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის შინაარსი არ შეიცვალოს, მაგრამ სავარაუდოდ შეიცვლება ურთიერთობის ტონი.

„ობამამ ძალისხმევა არ დაზოგა მედვედევთან კარგი ურთეირთობის დასამყარებლად - რაც ნამდვილად ლოგიკურია. გარდა ამისა, ისინი ბევრ სფეროში ერთნაირები აირან, მაგალითად, ორივე იურისტია, ორივეს მოსწონს მაღლი ტექნოლოგიები და ორივე გლობალისტია. პუტინს კი ეს ყველაფერი არ აქვს. არა მგონია ობამას პუტნითანაც მსგავსი ურთიერთობა ჰქონდეს.“

მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთი-ამერიკის ურთიერთობები იმდენად დაიხვეწა, რომ ცივი ომის დროს არსებული დაძაბულობის დაბრუნება, ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG