ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაპოვნია რუსული თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოების შედეგად, მათ შავ ზღვაზე დაღუპული თვითმფრინავის ბორტზე გაკეთებულ მთავარ ჩანაწერებს მიაგნეს. ე.წ. შავი ყუთის მონაცემებს მოსკოვში შეისწავლიან. გამოძიება ტერაქტს არ გამორიცხავს, თუმცა ის მთავარ სავარაუდო მიზეზებს შორის არ განიხილება.

92 ადამიანი დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ "ტუ-154" თვითმფრინავზე, რომელმაც კატასტროფა კვირას, 25 დეკემბერს შავ ზღვაზე, სოჭის მახლობლად განიცადა. ბორტზე ეკიპაჟთან და ჟურნალისტებთან ერთად, ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის 68 წევრი იმყოფებოდა, რომელთაც სირიის სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისთვის საახალწლო კონცერტი უნდა მოეწყოთ. სამძებრო სამუშაოების შედეგად, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12 ადამიანის გვამი იპოვეს.

XS
SM
MD
LG