ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორტზე 92 ადამიანით რუსული თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სასმხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა შავ ზღვაში ჩავარდა ქალაქ სოჭიდან აფრენის შემდეგ. თვითმფრინავი სირიაში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდნენ სამხედო მუსიკალური გუნდი, ჟურნალისტები და ექიმები, რომლებსაც რუსულ სამხედო საჰაერო ბაზაზე სირიაში კონცერტში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ხმელეთიდან შორიახლოს, ზღვაში უკვე მიგნებულია თვითმფრინავის ფრაგმენტები.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორშაბათი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ინციდენტის სრულყოფილ გამოძებას მოვახდენთ და მსხვერპლის ოჯახებს ყველანაირად დავეხმარებით",-თქვა პრეზიდენტმა.

მომხდართან დაკავშირებით, პუტინს სამძმარი გადასცა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა და აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი გავლენას ვერ მოახდენს მისი და რუსეთის მთავრობის ომზე მეამბოხეების წინააღმდეგ.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირების ცნობით, გადარჩენილთა აღმოჩენის იმედი არ აქვთ.

ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG