ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭთან მომხდარ კატასტროფას ჯერჯერობით ტერორიზმს არ უკავშირებენ


სოჭთან სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

რუსი ოფიციალური პირების თქმით, ტერორიზმი არ სახელდება ყველაზე სავარაუდო მიზეზებს შორის, რამაც რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნა გამოიწვია. 25 დეკემბრის ინციდენტს 92 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ავიაკატასტროფის მიზეზად „ტერორიზმი ჯერ-ჯერობით არ განიხილება.“ საგამოძიებო კომიტეტმა საქმის შესწავლა დაიწყო.

თვითმფრინავი სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში შავ ზღვაში ჩავარდა. პრეზიდენტმა პუტინმა 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს 3 000-მდე თანამშრომელი და 32 სამხედრო გემი სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. ბორტზე სხვებთან ერთად რუსეთის ალექსანდროვის, იგივე „წითელი არმიის ანსამბლის“ წევრები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG