ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი და იაპონელი დიპლომატების შეხვდრა მოსკოვში


მხარეებმა წყნარ ოკეანეში არსებული ოთხი პატარა კუნძულის მფლობელობის შესახებ საკუთარი პოზიციები გაცვალეს

მაღალი რანგის რუსი და იაპონელი დიპლომატები დღეს მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ტერიტორიული დავის გადასაწყვეტად.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვმა და მისმა იაპონელმა კოლეგა სინგუკე სუგიამამ წყნარ ოკეანეში არსებული ოთხი პატარა კუნძულის მფლობელობის შესახებ საკუთარი პოზიციები გაცვალეს.
ამ კუნძულებს იაპონიაში ჩრდილოეთის ტერიტორიებად, რუსეთშ კი კურილის კუნძულებად იცნობენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა დმიტრი მედვედევმა კურილის კუნძულები პრეზიდენტობის ჟამს 2010 წელს მოინახულა. მედვედევი პირველი რუსი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ამით მან იაპონიის მთავრობა გაანაწყენა.
XS
SM
MD
LG