ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიომ ოფიციალური პროტესტი გაუგზავნა მოსკოვს


ორი რუსული გამანადგურებელი ხოკაიდოს კუნძულის სიახლოვეს იაპონიის საჰაერი სივრცეში შეიჭრა

იაპონიის განცხადებით, ორი რუსული გამანადგურებელი ხოკაიდოს კუნძულის სიახლოვეს იაპონიის საჰაერი სივრცეში შეიჭრა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი მოქმედების აღსაკვეთად ცაში იაპონური საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ.
ტოკიომ ოფიციალური პროტესტი გაუგზავნა მოსკოვს ამ ინციდენტის გამო, რომლის მსგავსი უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე არ მომხდარა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია.
მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკების განახლებაზე გააკეთა განცხადება. რუსეთი და იაპონია ფორმალურად დღემდე ომის მდგომარეობაში იმყოფებიან.
შინზო აბეს განცხადებით:“ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ კურილის კუნძულების პრობლემის მოგვარების შემდეგ შეიძლება დაიდოს.“
XS
SM
MD
LG