იაპონია რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს კურილის კუნძულებზე ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია რომ იაპონიას არა აქვს რუსეთის პრეზიდენტისთვის ნოტაციების კითხვის უფლება.
კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა წაართვა იაპონია, რომელიც ამ კუნძულებს დღემდე საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.