ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერი პუტინს შეხვდა


შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთიდან იაპონიაში ბუნებრივი აირის იმპორტი იქნება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთიდან იაპონიაში ბუნებრივი აირის იმპორტი იქნება. გარდა ამისა განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს.

ასევე აქტუალურია კურილის კუნძულების სადავო ტერიტორიების პრობლემა, რის გამოც რუსეთსა და იაპონიას შორის დღემდე არ არის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ კუნძულების ოკუპაცია საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს მოახდინა.
XS
SM
MD
LG