ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი - "ვინც ახლა გაზს იღებს, გადახდის ახალი სისტემით მოქმედებს"


დმიტრი პესკოვი, კრემლის სპიკერი.

მოსკოვი აცხადებს, რომ არ ელოდება გაზპრომის მიერ, მეტი ევროპელი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას. რუსეთში ფიქრობენ, რომ მათი გეგმა, გაზის მყიდველებმა ანგარიშსწორება რუბლში მოახდინონ, მუშაობს.

რუბლში ანგარიშსწორებაზე უარის გამო, გაზპრომმა გაზის მიწოდება შეწყვიტა გერმანულ, ნიდერლანდურ კომპანიებთან, ასვე ბულგარეთსთვის, პოლონეთისთვის და ფინეთისთვის.

დასავლეთის მიერ დაწესებულული სანქციების საპასუხოდ შექმნილი რუსული საგადასახადო გეგმის მიხედვით, პირველი საფასური, აპრილსა და მაისში იყო გადასახდელი.

„სისტემა ფუნქციონირებს.. ვინც ახლა გაზს იღებს, ახალი სისტემის მიხედვით მოქმედებს“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დმიტრი პესკოვმა.

კრემლის სპიკერი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გაზის ახალი შეწყვეტა, პასუხობს - „არა“

კომპანიებმა გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან განაცხადეს, რომ ჩაერთვებიან მოსკოვის გადახდის ახალ სქემაში, რათა უზრუნველყონ გაზის მიწოდების შენარჩუნება. ევროპა, რუსულ გაზზე დამოკიებულების შეწყვეტას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გეგმავს.

XS
SM
MD
LG