ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერებრენიკოვის საქმეში მოსამართლე ბრალდების დაზუსტებას ითხოვს


თეატრის ცნობილი რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის საქმის გაცნობის შემდეგ, მოსამართლემ დაადგინა, რომ საქმე პროკურორს უნდა დაუბრუნდეს ბრალდებების უფრო სრულყოფილად და ზუსტად წარმოჩენის მიზნით. რუსეთში, კირილ სერებრენიკოვს და მის სამ თანამზრახველს ბრალი ედებათ სერებრენიკოვის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მეშვიდე სტუდიიდან" 2 მილიონამდე თანხის გაფლანგვაში.

რეჟისორის დაკავებამ 2017 წლის აგვისტოში საერთაშორისო დონეზე მიიქცია ყურადღება და გაამწვავა ბრალდებები, რომ რუსეთის მთავრობა პრეზიდენტთან დაპირისპირებულ კულტურის მოღვაწეებს დევნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG