ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი სოჭში იმყოფება


ბან კი-მუნი აცხადებს, რომ სირიის სამშვიდობო კონფერენციის მზადების ეტაპზე აქტიურობა არ უნდა შესუსტდეს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი რუსეთში ვიზიტს აგრძელებს. მან რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებში უკვე განაცხადა, რომ სირიის სამშვიდობო კონფერენციის მზადების ეტაპზე აქტიურობა არ უნდა დაიკარგოს.

ბატონმა ბანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ძალისხმევაში მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ.

მისი თქმით, სწორედ ამ პროგრესს უნდა დაეფუძნოს ყველა სხვა მოქმედება სირიასთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაეროს გუნდი მზად არის ნებისმიერ დროს შეისწავლოს ბრალდებები, რომელთა თანახმადაც ბაშარ-ალ-ასადის მთავრობამ სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG