ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ლავროვს არასამთავრობო სექტორზე ესაუბრა


Russian Foreign Minister Sergey Lavrov, right, and U.S. Secretary of State John Kerry walk prior to their talks in Moscow, Russia, May 7, 2013.

შეერთებულ შტატებს რუსეთის ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები აშფოთებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს რომ, ვაშინგტონი შეშფოთებულია რუსეთში მოქმედი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრემლის დამოკიდებულებით, რომელთაც შეერთებული შტატები აფინანსებს.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს რომ მას და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ჰქონდათ ხანგრძლივი დისკუსია რუსეთის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას არეგულირებს რუსეთში.

კანონის მიხედვით, რუსეთში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინასებას უცხოეთიდან ღებულობენ, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც უცხოეთის აგენტები, ტერმინი რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შპიონაჟთან ასოცირდება.
ვინაიდან კანონი გასულ წელს ამოქმედდა, ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ამჟამად მთავრობის მხრიდან გაძლიერებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება, იყო გაჩხრეკის და ასევე სამართლებრივი დევნის შემთხვევებიც. არასამთავრობო სექტორში მომუშავე ბევრი თანამშრომელი ამბობს, მათ ისეთი შეგრძნება აქვთ რომ, სახელმწიფო უთვალთვალებს.

პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ლევ პანამარიოვი ამბობს რომ, რუსეთში არსებული მტრული განწყობა საზოგადოებაზე მოქმედებს.

ლევ პანამარიოვი: საქმე არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა მოძრაობების ლიკვიდაციას ეხება, არამედ ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას აქვს ადგილი რუსეთში, და ეს სიტყვები საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა.

ჯონ კერი აცხადებს რომ, ვაშინგტონი კრემლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების გამო შეშფოთებულია.

ამის მიუხედავად, აქტივისტი პანამარიოვი ამბობს რომ, ის არ არის დარწმუნებული იმაში რომ, შეერთებული შტატები რამეს მოიმოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების დასახმარებლად.

ლევ პანამარიოვი: ამერიკელი მაღალჩინოსნები რბილი ტერმინებით საუბრობენ, მაგალითად „ჩვენ გითანაგრძნობთ, ჩვენ თქვენ არ გემიჯნებით, რომ თქვენ დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ“. თუმცა პანამარიოვის თქმით, ეს მხოლოდ დიპლომატიური საუბრებია, რადგან ეს რუსეთის საშინაო პრობლემებია, და რთული იქნება შეერთებული შტატებისთვის ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის მთავრობისთვის რომ დიდი გავლენა ჰქონდეს რუსეთზე.

გასულ თვეს, მოსკოვის სასამართლომ რუსეთში მოქმედ ერთადერთ დამოუკიდებელი ხმის მიცემის მონიტორინგის ორგანიზაციას „ გოლოსს“ 65 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა ნორვეგიის ჰელსინკის კავშირიდან ფინანსური დახმარებისთვის. ეს ორგანიზაცია იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც საკუთარი შეხედულებების გამო იდევნებიან. თუმცა „გოლოსის“ ხელმძღვანელი აცხადებს რომ, მას შემდეგ რაც კანონი შევიდა ძალაში გასული ნოემბრიდან, მათ არანაირი თანხა არ მიუღიათ.

კრემლი აცხადებს რომ ეს მხოლოდ კანონის დაცვის ღონისძიებებია.

ამასობაში კი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა რომ, უპრეცედენტო საპროტესტო აქციები, რომელიც რუსეთში გაიმართა შეერთებული შტატებიდან ფინანსდებოდა.
XS
SM
MD
LG