ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მოსკოვს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს


რუსეთი სირიას საჰარეო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს სირიისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიყიდვისგან. როგორც სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რომში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონი მიესალმება რუსეთთან დაწყებულ თანამშრომლობას, რომელიც სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას ისახავს მიზნად. მისი თქმით, თეთრი სახლი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა სირიის რეჟიმისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

„რაკეტები, განსაკუთრებით A-300, პოტენციური საფრთხეა ისრაელისთვის და ჩვენ ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ეს არის შემაშფოთებელი შეერთებული შტატებისთვისაც. თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია ფარდობითი ბალანსი, რაც უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკებების ნაწილი,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

ისრაელის ბოლო ცნობის თანახმად, რუსეთი სირის მთავრობისთვის თანამედროვე ხმელეთი-ჰაერი ტიპის სისტემის გადაცემას აპირებს.
მარკ გერეთი დემოკრატიების დაცვის ფონდის ანალიტიკოსია. მისი თქმით, რუსეთში კერის ჩასვლის მიუხედავად სირიაში ბრძოლების გაძლიერებას უნდა ველოდეთ.

„მე იქ ესაკალაციას ველოდები. ვფიქრობ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. თუკი, რუსეთი შეეცდება S-300 და S-400 ტიპის რაკეტების სირიისთვის გადაცემას, ვფიქრობ ისრაელი სირიას ძალიან სწრაფად დაარტყამს, რაშიც შეერთებული შტატების მხარდაჭერა ექნება. ვფიქრობ, ამაზე არავინ კამათობს. მე კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, უფრო მეტად სისხლისმღვრელ ომს ვიხილავთ,“ - ამბობს გერეთი.

ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის გაგზავნას ითხოვს. მათ შორის არის დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი.

„ამ საკითხში უნდა მოხდეს ცვლილება. ორი წლის შემდეგ, მე მეჯრა რომ სირიის ოპოზიციაში და ამბოხებულებში არის ხალხის, ვისაც ამ ვითარების შეცვლა შეუძლია ჩვენი დახმარებით. რეალობა ისეთია, რომ ვინც აკონტროლებს არტილერიას და საჰაერო ბრძოლებს, ომის სასწორიც იმის მხარეზეა,“ - ამბობს მენენდესი.

თუმცა, ანალიტიკოსი გერეთი თვლის, რომ სირიაში რადიკალური ჯგუფების გაძლიერება შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილების მიღებას ურთულებს.
XS
SM
MD
LG