ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იასერ არაფატი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა


არაფატის გვამიდან გასულ წელს აღებულ ნიმუშებს შვედეთის, საფრანგეთის და რუსეთის სასამართლოს ექსპერტები იკვლევენ.

რუსულ საინფორმაციო საშუალებებში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის ლიდერი იასერ არაფატი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და არა - რადიაციული მოწამლვით. პალესტინელთა ელჩი მოსკოვში აცხადებს, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

არაფატის გვამიდან გასულ წელს აღებულ ნიმუშებს შვედეთის, საფრანგეთის და რუსეთის სასამართლოს ექსპერტები იკვლევენ. გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც ტელეარხმა „ალ-ჯაზირა“ აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომლის მიხედვითაც არაფატის ტანსაცმელზე დიდი რაოდენობით მომაკვდინებელი რადიოაქტიური ნივთიერება, პოლონიუმ-201 აღმოაჩინეს.

გასულ თვეში შვედმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთის დასკვნა კი ემთხვევა ფრანგი მეცნიერების მიერ დეკემბრის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ პალესტინის ლიდერი არ არის პოლონიუმით მოკლული.

75 წლის იასერ არაფატი 4-კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ 2004 წელს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნაში ჰემორაგიული ინსულტი წერია, თუმცა ექიმებმა ინსულტის მიზეზი ვერ დაასახელეს. არაფატის გვამის გაკვეთა არ განხორციელებულა.
XS
SM
MD
LG