ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტიზა არაფატის გვამიდან აღებულ სინჯებს გადაამოწმებს


იასერ არაფატი

არაფატის სხეულიდან აღებულ სინჯებს საფრანგეთის, რუსეთის, შვეიცარიის და პალესტინის ექსპერტები გამოიკვლევენ

პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ პალესტინის ყოფილი ლიდერის იასერ არაფატის გვამის ექსგუმაციის შემდეგ ცხედარი ისევ მიწას მიაბარეს.

არაფატის ცხედარი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ რამალაში უზარმაზარ მავზოლეუმშია დაკრძალული.

არაფატის სხეულიდან აღებულ სინჯებს საფრანგეთის, რუსეთის, შვეიცარიის და პალესტინის ექსპერტები გამოიკვლევენ.

პალესტინის ყოფილი ლიდერის ცხედრის გაკვეთა მის ტანსაცმელზე რადიოაქტიული ნივთირება პოლონიუმის აღმოჩენის შემდეგ მოხდა.

არაფატი 2004 წელს საფრანგეთში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. არაბულ სამყაროში გავრცელებული აზრით ის ისრაელის აგენტებმა მოწამლეს, რასაც ეს ქვეყანა კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG