ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაფატის სიკვდილის მიზეზი


ფრანგმა პროკურორებმა დაიწყეს საქმე, რომელიც 8 წლის წინ გარდაცვლილი პალესტინის ლიდერის იასირ არაფატის სიკვდილს ეხება.


გასულ თვეს არაფატის მეუღლემ სამართალმდაცავებს მიაწოდა ინფრომაცია, რომ მისი მეუღლე შესაძლოა პოლონიუმის მოწამვლით გარდაიცვალა.

არაფატის ქვრივმა ეს ეჭვი მას მერე გამოთქვა, რაც შვედეთში ფიზიკის ინსტიტუტმა არაფატის პირად ნივთებში რადიოაქტიური ნივთიერების-პოლონიუმის კვალი აღმოაჩინა.

იასირ არაფატი 75 წლის ასაკში 2004 წელს პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისმა მკურნალმა ექიმებმა გარდაცვალების მიზეზი მაშინ ვერ დაადგინეს.


XS
SM
MD
LG