ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინაში მსხვერპლია


პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გზები
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გზები

საჰაერო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა

პალესტინის სამედიცინო დაწესებულებები იუწყებიან, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ექვსი წლის ბიჭი დღეს ქალაქ ხან იანისის მახლობლად გარდაიცვალა.

ისრაელის მხარე ბავშვის დაღუპვაში ყოველგვარი მონაწილეობის მიღებას უარყოფს. ქვეყნის ოფიციალური წყაროების ცნობით, ისრაელის ავიაციის შეტევა იყო მხოლოდ პასუხი შაბათს დილით პალესტინელთა მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე.

რეგიონში ძალადობა ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად ისევ განახლდა. დროებითი ზავის შესახებ განცხადება ოთხშაბათს გაკეთდა და მან მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა.

XS
SM
MD
LG