ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაფატის გვამის ეგზგუმაცია დამტკიცდა


ყოფილი პრეზიდენტის და ნობელის პრემიის ლაურიატის გარდაცვალების მიზეზი უცნობი რჩება

პალესტინაში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, იასერ არაფატის გვამის ეგზგუმაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მეცნიერები დამატებით ლაბორატორიულ ნიმუშებს მისი სიკვდილის გამოძიების მიზნით აიღებენ. ოფიციალური წყაროების ცნობით, ხელახალი დაკრძალვის ცერემონიალი იმავე დღეს გაიმართება.

ფრანგმა პროკურორებმა რამდენიმე თვის წინ ნიმუშები ერთხელ უკვე მოითხოვეს, როდესაც შვედმა ფიზიკოსებმა პალესტინის პრეზიდენტის ნივთებში პოლონიუმის კვალი აღმოაჩინეს. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, არაფატის კლინიკური სიკვდილის სიმპტომები პოლონიუმით მოწამვლას არ შეესაბამებოდა.

პალესტინის ლიდერი, იასერ არაფატი 2004 წელს პარიზის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. 75 წლის ნობელის პრემიის ლაურიატის გარდაცვალების მიზეზი ფრანგმა ექიმებმა ვერ დაადგინეს.
XS
SM
MD
LG