ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები არაფატის გარდაცვალებას გლოვობენ - 2004-11-11


პალესტინის ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის ცხედარი ქაიროში გადაასვენეს.

75 წლის არაფატი ხუთშბათს, 11 ნოემბერს დილით პარიზში გარდაიცვალა. ფრანგ ექიმებს კიდევ არ დაუზუსტებიათ მისი გარდაცვალების ან ავადმყოფობის მიზეზები.

არაფატს რამალაში დაკრძალავენ. მის საცხოვრებელ სახლთან უკვე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც მათი ლიდერის გარდაცვალებას გლოვობენ.

ათასობით პალესტინელმა ლტოლვილმა არაფატის გარდაცვალება მტკივნეულად აღიქვა. ლიბანში მცხოვრებმა პალესტინელებმა ამერიკისა და ისრაელის დროშები დაწვეს.

XS
SM
MD
LG