ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა


პუტინმა ბიჭვინთაში შეხვედრა გამართა დე ფაქტო პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან

დღეს ხუთი წელი გავიდა რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ თარიღის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისალოცი წერილები გაუგზავნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მეთაურებს. გუშინ პუტინი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს სტუმრობდა, სადაც ბიჭვინთაში შეხვედრა გამართა დე ფაქტო პრეზიდენტთან ალექსანდრე ანქვაბთან. ამის შესახებ ცნობილი გახდა კრემლისა და აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით.
„შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პუტინი და ანქვაბი ბოლოს ათი დღის წინ, სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს. ბიჭვინთის შეხვედრა კი ემთხვევა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლისთავს.
XS
SM
MD
LG